საქართველოს მთავრობა რუსეთთან ერთად მუშაობდა - ზურაბიშვილი Associated Press-თან

29.10.24 13:00
საქართველოს მთავრობა რუსეთთან ერთად მუშაობდა - ზურაბიშვილი Associated Press-თან

საქართველოს მთავრობა რუსეთთან ერთად მუშაობდა - საქართველოს პრეზიდენტმა Associated Press-თან ინტერვიუში პირდაპირ თქვა, რომ არჩევნებზე რუსული პროპაგანდა პირდაპირ იქნა გამოყენებული.

საქართველოს მთავრობამ ალბათ, მიიღო დახმარება მოსკოვის უსაფრთხოების სამსახურებიდან - ამბობს ქვეყნსი მტავარსარდალი. 

სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო გამოცემას უთხრა, რომ ახლა მოპარული ხმების უკან დასაბრუნებალად ერთადერთი გზა სახალხო პროტესტია. 

Associated Press -სი ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხზეც დაუსვა კიტხვა, რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს დასავლელი ლიდერების გადასაწყვეტია.

ჩვენ ვნახეთ, რომ რუსული პროპაგანდა პირდაპირ იქნა გამოყენებული. მთავრობა რუსეთთან ერთად მუშაობდა და ალბათ, მიიღო დახმარება მოსკოვის უსაფრთხოების სამსახურებიდან. პროტესტი არის ერთადერთი გზა, რომლითაც ქართველებს შეუძლიათ აჩვენონ, რომ მათი ხმები მოიპარეს, რომ მათი მომავალი მოიპარეს.  ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა გვჭირდება. სანქციების საკითხი დასავლელი ლიდერების გადასაწყვეტია, მაგრამ რა თქმა უნდა, არ დადგა დრო იმ ხელისუფლებასთან ურთიერთობის განახლებისთვის, რომელიც ამ ეტაპზე ლეგიტიმური არ არის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ერთ დღეში სალომე ზურბიშვილმა ინტრვიუ 18 საერთაშორისო მედიას მისცა. 

  •