პრეზიდენტი: თუ ახალი არჩევნები ჩატარდება, პროევროპელ ხალხს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა დასჭირდება

29.10.24 13:10
პრეზიდენტი: თუ ახალი არჩევნები ჩატარდება, პროევროპელ ხალხს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა დასჭირდება

საერთაშორისო გამოძიება და ახალი არჩევნები საერთაშორისო ადმინისტრაციის ეგიდით - საქართველოს პრეზიდენტი მოვლენების  განვიტრებას ამ სცენარით ხედავს. სალომე ზურაბიშვილი საერთაშიროსო მედიას, tvp-ს ეუბნება, რომ არჩევნების გაყალბების პირდაპირი მტკიცებულები არსებობს და სამხილების მოგროვება აქტიურად ხდება. 

თუ ახალი არჩვნები ჩატარდება, პროცესში ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები უნდა ჩაერთონ - აცხადებს პრეზიდენტი.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები იხმობენ საერთაშორისო გამოძიებას, რათა ნათელი გახდეს ერთიანი სურათის წარმოჩენა თუ როგორ, რა მექანიზმებით გაყალბდა არჩევნები. ეს პროცესია. გაყალბების რამდენიმე ინსტრუმენტი იყო გამოყენებული, მათ შორის კარუსელი. ადამიანები სხვადასხვა უბანზე შესაძლოა, 10ჯერ 20ჯერ იყენებდნენ ერთი დაიგივე პირადობის მოწმობას, რომელიც მანამდე ჩამოართვეს მოქალაქეებს და მანამდე იყო კითხვა, თუ რაში სჭირდებოდა ეს ხელისუფლებას. მე უკანასკნელი და ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ვარ საქართველოში და ჩემი პასუხისმგებლობა სტაბილურობის შენარჩუნებაა. რევოლუცია და დესტაბილიზაცია არ არის რასაც მე გავაძლიერებ. თუ იქნება მოთხოვნილი ახალი არჩევნები, ეს პოლიტიკური პარტიების მოსათხოვია. მაგრამ თუ პროცესი აქამდე მივიდა, არ შეიძლება ეს ახალი არჩევნები ჩატარდეს იგივე გარემოში, იგივე გზით, იგივე მეთოდებით. ის უნდა იყოს დაცული სხვა გზებითაც, რადგან მის მიმართ სანდოობაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. ეს უნდა იყოს მკაფიო და ძალიან სუფთა პროცესი, რაშიც, რა თქმა უნდა, პროევროპელ ხალხს დასჭირდება ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

ერთ დღეში სალომე ზურბიშვილმა ინტრვიუ 18 საერთაშორისო მედიას მისცა.