პაპუაშვილი სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც არჩევნების გამო "ოცნებას" აკრიტიკებენ, "წინდაუხედავებს" ეძახის

31.10.24 13:49
პაპუაშვილი სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც არჩევნების გამო "ოცნებას" აკრიტიკებენ, "წინდაუხედავებს" ეძახის

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპელ და დასავლელ ლიდერებს "წინდაუხედავად" აცხადებს და ირწმუნება, რომ "ზოგიერთი უცხოელი აქტორი თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებს, როდესაც ჩაღრმავების გარეშე სწრაფი დასკვნები გამოაქვს".

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ "მთელი ევროკავშირი წინდაუხედავად მოიქცა, როდესაც საქართველოს მიხეილ სააკაშვილის გამო დემარში გამოუცხადა".

თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ ზოგიერთი უცხოელი აქტორები. აკეთებენ წინდაუხედავ, ასე ვთქვათ, გამოაქვთ სწრაფი დასკვნები რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ჩაღრმავების გარეშე. არათუ ცალკეული, არამედ მთელი ევროკავშირი მოიქცა წინდაუხედავად, როდესაც დემარში გამოუცხადეს საქართველოს მიხეილ სააკაშვილის გამო", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ევროპელი და დასავლელი პოლიტიკოსები მკაცრ გზავნილებს აჟღერებენ: