ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა - დანიის ელჩი

31.10.24 19:52
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა - დანიის ელჩი

საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი პლატფორმა X-ზე წერს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა.

[საქართველოს] ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა. ასე მარტივად არის საქმე”, - წერს სორენსენი.

ცნობისთვის, გუშინ, 30 ოქტომბერს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერინსკიმ განაცხადა, საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო ევროკავშირის ლიდერებმა ქვეყნის გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს

ამასთან, გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში - არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევები, ზეწოლა ამომრჩეველზე და საარჩევნო კანონში შესული ცვლილებები - რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში