"ოცნებამ" არჩევნების მისატაცებლად კლასიკური რუსული სცენარით შექმნილი მექანიზმი გაომიყენა - ნინო კალანდაძე
"ოცნებამ" არჩევნების მისატაცებლად კლასიკური რუსული სცენარით შექმნილი მექანიზმი გაომიყენა, - ამის შესახებ ფონდ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დიერქტორი ნინო კალანდაძე საუბრობს. მესამე სექტორის წარმომადგენელის თქმით, ხელისუფლებამ გამოიყენა მეთოდი, რომლითაც არჩევნების შედეგები წინასწარ გადაწყვიტა.
ის მასალები, რაც არის წარმოდგენილი, ის არათუ მიუთითებს გაყალბებაზე და ჩარევაზე, არამედ ეს არის სიტემური, მეთოდური მიდგომა არჩევნებისადმი, როგორ არათუ გააყალბო არჩევნები, როგორ მიიტაცო არჩევნების შედეგი ანუ მექანიზმია შექმნილი, ტიპიური კლასიკური რუსული სცენარით შექმნილი მექანიზმი, რომლითაც წინასწარ განსაზღვრავ არჩევნების ბედს. როგორც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რამდენი ამომრჩეველიც არ უნდა მივიდეს, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა იყოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მხრიდან ხელსუფლების მიმართ, ხელისუფლებას ამ სისტემით გარანტირებული აქვს ყველა არჩევნების შედეგი ანუ წინასწარ გადაწყვეტილი აქვთ განურჩევლად იმისა, რას იტყვის ამომრჩეველი. ეს არის სწორედ მეთოდური და სისტემური გაყალბება, - ამბობს ნინო კალანდაძე.
შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია მტკიცებულებები მმართველი პარტიის შიდა მიმოწერებიდან. ხმოვანი შეტყობინები და სხვადასხვა ფორმატის ფაილები ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს "ოცნებამ" ამომრჩეველზე ზეწოლისთვის მთელი სქემა აამუშავა. ყველა სააარჩევნო უბანთან შექმნილი იყო "ქართული ოცნების" ქოლ ცენტრები. შაბათის ეთერმა ამ ქოლცენტრების მისამართები და იქ დასაქმენული ადამიანების გვარები მოიპოვა. ქოლცენტრებს კაპიტნები მარათავდნენ და თითო საარჩევნო უბანზე კაპიტნის ხელმძღვანელობით ამომრჩევლიე ნებაზე ზემოქმედებისა და დაშინებისთვის მთელი ჯგუფი მუშაობდა.