"ოცნების" დამკვირვებლები, რეალურად, მისული ამომრჩევლის არჩევანს აკონტროლებდნენ - ლილე ლიპარტელიანი
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლილე ლიპარტელიანი ამბობს, რომ "ოცნების" დამკვირვებლები, რეალურად, უბანზე მისულ ამომრჩეველებს და მათ არჩევანს აკონტროლებდნენ. საუბარია იმ დამკვირვებლებზე, რომელიც მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფმა არასამთავრობო როგანიაციებმა დაარეგსიტრირეს.
ოპოზიციის წევრის თქმით, აღნიშნული დამკვრივებლები არა თუ საჩივარს საერთოდ არ წერდნენ, არამედ საარჩევნო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებდნენ.
დამკვირვებლები უშუალოდ იყვნენ ჩარეული არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესში, გამგებლების, მათი თანამშრომლების, მუნიციპალიტეტების რწმუნებულების სახით და რეალურად, აკონტროლებდნენ მოსულ ამომრჩეველს, მოსული ამომრჩევლის არჩევანს. ამიტომ იყო ქალთა ორგანიზაციის სახელით და მხოლოდ ერთი არა, ორი ორგანიზაციაა ასეთი, საერთოდ გამქრალნი არიან, კონტაქტზე არ გამოდიან არცერთი მათგანი გარდა გრიგოლ გაგნიძისა, რომელმაც აღიარა, რომ მას და მის ცოლს, ჯამში, 5 ათასი დამკვირვებელი ჰაყვდა დარეგისტრირებული. კრწანისში არცერთი საჩივარი არ დაუწერიათ, მე წარმომადგენელი ვარ კრწანისსის ოლქში. არათუ საჩივარი, მონაწილეობას არ იღებდნენ არცერთ ეტაპზე საარჩევნო კომისიის მონაწილეობაში, - ამბობს ლილე ლიპარტელიანი.
"ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, "ქართული ოცნებისთვის" მაშველი რგოლი საპარლამენტო არჩევნებზე, რამდენიმე. ე.წ. გონგო, ანუ მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაცია აღმოჩნდა.
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების წყაროს ცნობით, მათ შორის ადვოკატ გრიგოლ გაგნიძის და მისი მეუღლის დაფუძნებული ორი ორგანიზაცია იყო.