"ოცნება" მის დაქვემდებარებაში მყოფ არასამთავრობოებს მთავრობის გასათეთრებლად იყენებს - დონაძე

03.11.24 17:28
"ოცნება" მის დაქვემდებარებაში მყოფ არასამთავრობოებს მთავრობის გასათეთრებლად იყენებს - დონაძე

"ევროპული საქართველოს" წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მათი კონტროლის ქვეშ მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელისუფლების გასათეთრებლად იყენებს. საქმე ეხება არცევნების დამკვირვებლებს, რომლებიც სწორედ ამ ორგანიზაციების წევრები იყვნენ. დონაძის თქმით, "ოცნებამ" არჩევნების გასაყალბებლად კარგად შეფუთული სქემა გამოიყენა. 

„ქართული ოცნება“ ამ ორგანიზაციებს იყენებს მისი გათეთრებისთვის. შემდეგ ეს ორგანიზაციები ელჩებს გაუგზავნიან მათ დასკვნებს, რომ ვითომ დააკვირდნენ არჩევნებს და ყველაფერი კარგად იყო. ანუ კარგი სქემა აქვთ შეფუთული, თაღლითური სქემა. არსებობს ფურცელზე არასამთავრობო ორგანიზაცია, შემდეგ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელს იყენებს „ქართული ოცნება“. ესენი არიან საჯარო მოხელეები, ე.წ. აიპის თანამშრომლები, გაურკვეველი ადამიანები, რომლებიც ვერ გაიგებ, რას საქმიანობენ, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, "ქართული ოცნებისთვის" მაშველი რგოლი საპარლამენტო არჩევნებზე, რამდენიმე. ე.წ. გონგო,  ანუ მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაცია აღმოჩნდა. 

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების წყაროს ცნობით,  მათ შორის ადვოკატ გრიგოლ გაგნიძის და მისი მეუღლის დაფუძნებული ორი ორგანიზაცია იყო.