კალაძე ჟურნალისტურ გამოძიებაში გაშიფრული "ოცნების" საარჩევნო სქემის ნამდვილობას ვერ უარყოფს
თბილისის მერი ჟურნალისტურ გამოძიებაში გაშიფრული "ოცნების" საარჩევნო სქემის ნამდვილობას ვერ უარყოფს. საქმე საარჩევნოდ შექმნილ"ოცნების" პარტიულ ქოლ ცენტრებს და მათ ათასობით კაპიტნებს ეხება.
რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მობლიზებაში პარტია ჩართულია და შალვამაც გააკეთა დღეს ამასთან დაკავშირებით განცხადება. NDI და IRI-ს სახელმღვანელოში წერია, ტრენინგებს გავდიოდით მათთან მათი დაფინანსებით პარტიები გავდიოდით ტრენინგებს, თუ როგორ უნდა მოახდინო ამომრჩეველთან კომუნიკაცია, ამომრჩევლის მობილიზება, - ამბობს კალაძე.
ამასთან, კალაძე უარყოფს, რომ ადგილი ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებსაც ჰქონდა. შაბათის ეთერში გასული მტკიცებულებების მიუხედავად, სადაც მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ ხმის სანაცვლოდ თანხა მიიღეს, კალაძე ამტკიცებს, რომ ამის პრეცედენტი არ ყოფილა.
"არცერთი ფაქტი არ აგქვთ წარმოდგენილი", - ამტკიცებს კალაძე.
შეგიძლიათ ერთი ფაქტი მაინც წარმოადგინოთ? არცერთი ფაქტი არ გაქვს წარმოდგენილი, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები ბრახა-ბრუხი გაქვთ, სპეკულირებთ და არანაირი მტკიცებულება, ფაქტი არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით. უსუსური არგუმენტები გაქვთ, საერთოდ გაგებაში არ ხართ. გვაყავს კაპიტნები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანების მობილიზებას, უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანი მოვიდეს და ხმა მისცეს პარტიას, რომელსაც მხარს უჭერს, - ამბობს კალაძე.
შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია მტკიცებულებები მმართველი პარტიის შიდა მიმოწერებიდან. ხმოვანი შეტყობინები და სხვადასხვა ფორმატის ფაილები ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს "ოცნებამ" ამომრჩეველზე ზეწოლისთვის მთელი სქემა აამუშავა. ყველა სააარჩევნო უბანთან შექმნილი იყო "ქართული ოცნების" ქოლ ცენტრები. შაბათის ეთერმა ამ ქოლცენტრების მისამართები და იქ დასაქმენული ადამიანების გვარები მოიპოვა. ქოლცენტრებს კაპიტნები მარათავდნენ და თითო საარჩევნო უბანზე კაპიტნის ხელმძღვანელობით ამომრჩევლიე ნებაზე ზემოქმედებისა და დაშინებისთვის მთელი ჯგუფი მუშაობდა.