“ოცნება“ ქართველ ხალხს აჩვევს იმ რუკას, რომელიც აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშეა - მამუკა ხაზარაძე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, “ოცნება“ ქართველ ხალხს აჩვევს იმ რუკას, რომელიც აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშეა და ეს შეცდომა შემთხვევითი არ არის.
- მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ პრეზენტაციას, რომლის ერთ-ერთ სლაიდზე დატანილ რუკაზე საქართველოს მთლიანი ტერიტორიის კონტურები მკრთალად ჩანს, ზოგი რაკურსიდან კი თვალისთვის შეუმჩნეველია.
“კრიტიკულ ზღვარზე ვართ, ესეთი შეცდომა შემთხვევით არ ხდება“, - განაცხადა ხაზარაძემ. ოპოზიციონერი პოლტიკოსი ფაქტს სპეცოპერაციის ფრაგმენტებს უწოდებს.
კრიტიკულ ზღვარზე ვართ, ეს არის პეცოპერაციის ფრაგმენტები, ქართველ ხალხს აჩვევენ იმ რუკას, რომელიც აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშეა, ესეთი შეცდომა შემთხვევით არ ხდება, ამ მოღალტე მთავრობას უნდა ვუთხრათ სწრაფად, რომ ჩამოშორდეს ხელისუფლებას და ჩვენ ამას მშვიდობიანი გზით და ახალი არჩევნებით მივაღწევთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.