შეგვიძლია, მტკიცებულებებით, მოწმეებით შეიარაღებულებმა დავამტკიცოთ, როგორ მასიურად ირღვეოდა ყველა პროცედურა - ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის "ოცნებამ" მოქალაქეთა მონაცემები და ბაზები კარგად დაამუშავა. ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ მმართველმა პარტიან აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე უწყებიდან მიიღო. მისი თქმით, მესამე სექტორს და ოპოზიციას შეუძლია, დარღვევების ფაქტების დასადასტურებლად ყველა მტკიცებულებება წარადგინოს.
ცხადია, რომ საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ძალიან კარგად აქვთ დამუშავებული მონაცემები და ბაზები, რაც ვფიქრობ, რომ რამდენიმე უწყების მიერ მათთვის მიწოდებულ მოქალაქეთა პერსონალურ ინფორმაციის დამუშავების შედეგია. რა თქმა უნდა, ეს უწყება, მაღალი ალბათობით, არის ცესკო, რომელსაც, თავის მხრივ, აწოდებენ სხვადასხვა უწყებები ინფორმაციას და სწორედ ცესკომ იცის, რომელი ამომრჩეველი იმყოფება, ვთქვათ, საკონსულო აღრიცხვაზე. თუ ამ ინფორმაციას არ გადასცემენ, მაშინ გამოძიებამ უნდა გამოიძიოს, რა მტკიცებულებები არსებობს და რამდენად მოხდა ამ მტკიცებულებების ადეკვატური, ეფექტური, დროული შესწავლა. ჩვენ შეგვიძლია, თითოეული უბნის მიხედვით, მტკიცებულებებით, მოწმეებით შეიარაღებულებმა დავამტკიცოთ, თუ რა ხდებოდა, როგორ მასიურად ირღვეოდა ყველა პროცედურა, - ამბობს ლომჯარია.
შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია მტკიცებულებები მმართველი პარტიის შიდა მიმოწერებიდან. ხმოვანი შეტყობინები და სხვადასხვა ფორმატის ფაილები ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს "ოცნებამ" ამომრჩეველზე ზეწოლისთვის მთელი სქემა აამუშავა. ყველა სააარჩევნო უბანთან შექმნილი იყო "ქართული ოცნების" ქოლ ცენტრები. შაბათის ეთერმა ამ ქოლცენტრების მისამართები და იქ დასაქმენული ადამიანების გვარები მოიპოვა. ქოლცენტრებს კაპიტნები მარათავდნენ და თითო საარჩევნო უბანზე კაპიტნის ხელმძღვანელობით ამომრჩევლიე ნებაზე ზემოქმედებისა და დაშინებისთვის მთელი ჯგუფი მუშაობდა.