ნონა ქურდოვანიძე მოსამართლის პრეცედენტულ გადაწყვეტილებას აფასებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას "ტვ პირველთან" აფასებს.
ნონა ქურდოვანიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი და პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო.
თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელიც იყო მოსალოდნელი იმ მტკიცებულებზე დაყრდნობით, რომელიც იყო საქმეში, თუმცა ამ სასამართლოს პირობებში მაინც გასაკვირი პრეცედენტია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც 23 სასამართლო განიხილავდა ზუსტად ანალოგიური მოთხოვნებით საქმეებს. ჩვენი იურისტების სხვადასხვა ქალაქებში ამ დღეების განმავლობაში მონაწილეობდნენ პროცესებში და მხოლოდ ეს ერთი მოსამართლე აღმოჩნდა, რომელმაც მიიღო გაბედული გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ხალხს უნდა ჰქონდეს დანამდვილებით იმის რწმენა, რომ მისი ხმა ფარულია"- თქვა ქურდოვანიძემ.
მისივე თქმით, 23 მოსამართლიდან მხოლოდ ერთმა გასცა პასუხი მთავარ კითხვას - დაცული იყო თუ არა ხმის ფარულობა არჩევნებზე და დაადგინა, რომ არ იყო დაცული ხმის ფარულობა და კონსტიტუცია დაირღვა.
ქურდოვანიძის განცხადებით, ანალოგიურ რამ უნდა მოხდეს ყველა სხვა ოქმში, რადგან ბიულეტენი და ხმის მიცემის წესი იყო ყველგან ერთი.
თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა:
"ამ ხმის დამთვლელი აპარატით ხმის დაცულობისა და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა" - თქვა მოსამართლე ხუჭუამ სხდომაზე.