პრეზიდენტი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე: საქართველო გადარჩება

04.11.24 23:08
პრეზიდენტი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე: საქართველო გადარჩება

 საქართველო გადარჩება - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას. 

რამდენიმე წუთის წინ სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.

საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უვნობი გმირი -  ისიც არ დავივიწყოთ, რომ ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ამ ქვეყანაში. თავდაცვაში, პოლიციაში თუ რიგით მოქალაქეებთა შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც საქართველოს ოდიდან ქმნიდნენ. დღეს ყველანი ერთად ქმნიან  უზარმაზარ ძალას, რომელიც ქვეყანას იცავს და დაიცავს მარად"- წერს სალომე ზურაბიშვილი. 

მსგავსი სიახლეები