ტატო ქელბაქიანი სარჩელის დაკმაყოფილებაზე: მადლობა მოსამართლეს, პრეცედენტული გადაწყვეტილებაა

04.11.24 23:48
ტატო ქელბაქიანი სარჩელის დაკმაყოფილებაზე: მადლობა მოსამართლეს, პრეცედენტული გადაწყვეტილებაა

სადამკვირვებლო მისია „ჩვენი ხმის“ წარმომადგენელმა, ტატო ქელბაქიანმა თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება "ტვ პირველის" ეთერში შეაფასა და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი პრეცედენტი შიქმნა. 

არჩევნები, რომ ჩატარდეს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ფარულობა. დილიდანვე მოხდა იმის იდენტიფიცირება, რომ ბიულეტენი ტოვებდა კვალს. ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, მან დაადასტურა, რაც კარგად იყო წარმოდგენილი ექსპერიმენტზეც და ამისთვის მადლობა მას. 

რეალურად, ყველა ელექტრონულ უბანზე ზუსტად ასეთი სურათია. ჩვენ ამას დიდი ხანია, ვამტკიცებდით, ჩვენმა კოლეგებმა სწორედ დაიწყეს ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავა.

ეს გადაწყვეტილება შეიძლება, გახდეს ერთგვარი  პრეცედენტი და ამ ადამიანმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ შემდგომში რაღაცა ბიძგი მიცეს სხვა ტიპის გადაწყვეტილებებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება საოლქო სასამართლოში, საოლქო სასამართლოს შეიძლება ჰქონდეს შანსი, რომ ამ გადაწყვეტილიბით გარკვეული გავლენა მოახდინოს ამ მთლიან პროცესზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო'', - ამბობს ტატო ქელბაქიანი. 

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა

"ამ ხმის დამთვლელი აპარატით ხმის დაცულობისა და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა" - თქვა მოსამართლე ხუჭუამ სხდომაზე. 

 

მსგავსი სიახლეები