სანქციები რუს ოლიგარქ ივანიშვილს პერსონალურად მიუახლოვდება - ანა ნაცვლიშვილი

05.11.24 11:56
სანქციები რუს ოლიგარქ ივანიშვილს პერსონალურად მიუახლოვდება - ანა ნაცვლიშვილი

შტატებისსგან კიდევ ერთი მკაცრი განცხადების შემდეგ, ოპოზიციას ეჭვიც არ ეპარება, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილს პერსონალურად მიუახლოვდება.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებას 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცება არ შერჩება.

"პერსონალურად უნდა დაეკისროთ მათ სანქციები იმისთვის, რომ გადარჩეს ქვეყანა" - აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი

საერთაშორისო მხარდაჭერა, რისი გამოხატულებაც არის ეს განაცხადი უდაოდ, პირდაპირ პროპორციულად იქნება მომავალშიც დაკავშირებული იმასთან, რამდენად ვიაქტიურებთ, რამდენად აქტიური იქნება პოლიტიკური კლასი და მოქალაქეები. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ინდივიდუალური სანქციების პოლიტიკა გაძლიერდება, გაგრძელდება და სულ უფრო და უფრო მიუახლოვდება პერსონალურად, რუს ოლიგარქ ივანიშვილს. 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცება რუსული სპეცოპერაციის მეთოდებით, უნდა გულისხმობდეს იმას, რომ ამ ადამიანებს, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, მაგრამ უმთავრესად, რა თქმა უნდა ივანიშვილს, რომელიც დგას ამ რუსული პირამიდის სათავეში. პერსონალურად უნდა დაეკისროთ მათ სანქციები იმისთვის, რომ გადარჩეს ქვეყანა", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გუშინ საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებითი ზომების გამოყენება “არ მოერიდებათ“.

მსგავსი სიახლეები