ზურაბ ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

05.11.24 12:25
ზურაბ ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

გენერალურ პროკურატურაში, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაიბარეს.

ჯაფარიძე "არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების" ფარგლებში, საგამოძიებო უწყებაში 6 ნოემბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვაზეა დაბარებული.

ამ დროისთვის, უცნობია მივა თუ არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამოკითხვაზე. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც დაიბარეს. 

მსგავსი სიახლეები