"თუ უნდათ, საჯაროდ გამომკითხონ... დაშინების ამბავია" - ზურა ჯაფარიძე პროკურატურაში დაბარებაზე
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე პროკურატურას სთავაზობს, მისი გამოკითხვა საჯაროდ, ლაივ რეჟიმში აწარმოონ. ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ მისი პროკურატურაში დაბარება შიშის დანერგვას ემსახურება.
როგორც ჩანს, ახალი წიგნი დაიწყეს, პოლიტიკოსებს იბარებენ ახლა გამოკითხვაზე. მომწერეს და მირეკავდნენ, რომ გამოკითხვაზე მიბარებდნენ პროკურატურაში და ვუთხარი, რომ მზად ვარ, სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლესთან მივიდე და მტკიცებულებები მივიტანო გაყალბების და როგორც უნდათ, ის გამომკითხონ. თუ უნდათ, საჯაროდ გავაკეთოთ ეგ პროცესი. არ მინდა არანაირი მოსამართლე, დაჯდეს ნებისმიერი პროკურორი, დავუჯდები მტკიცებულებებით და საჯაროდ გაუშვან ლაივში და ხალხმა ნახოს და მოისმინოს როგორ გამომკითხავენ, არც მაგის პრობლემა მაქვს. სინამდვილეში, მაგით დასრულდება ალბათ, დაშინების ამბავია, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
გენერალურ პროკურატურაში, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაიბარეს.