რას ემსახურება სამართალადამცველების განსაკუთრებული მობილიზება სააპელაციოში და მის მიმდებარედ - ვაჟა სირაძის კომენტარი
რას ემსახურება სამართალადამცველების განსაკუთრებული მობილიზება სააპელაციოში და მის მიმდებარედ? - თბილისის პოლიციის შეფი, ვაჟა სირაძე ამბობს, რომ შსს-მ პოლიციის რაოდენობასთან დაკავშირებით პირადად მიიღო გადაწყვეტილება და სამართლადამცველები საჭიროებისამებრ გამოიყვანა.
სააპელაციო სასამართლოსთან დაანონსებული არის აქცია, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. პოლიციის რაოდენობასთან დაკავშირებით პირადად ვიღებთ გადაწყვეტილებას და საჭიროებისამებრ გამოგვყავს ხოლმე. სასამართლო შენობა არის. მიმდინარეობს პროცესები და რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია, დაძაბულობა, შესაბამისად, პოლიციელები იქნებიან ადგილზე, რათა უზრუნველყონ პროცესების მშვიდად წარმართვა. კანონმდებლობით აკრძალულია სასამართლოს და სხვა სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება, ასევე მისი ფუნქციონირების შეფერხება, შესაბამისად, თუ მოხდა მსგავსი რამ, პოლიცია მოუწოდებს მათ კანონის დაცვისაკენ. გზის სივიწროვიდან გამომდინარე, ვინაიდან ფიზიკურად გადაადგილება იყო შეუძლებელი, შესაბამისად, მოხდა შეზღუდვა", - აცხადებს ვაჟა სირაძე.
აქცია სააპელაციოსთან - სასამართლოსთან პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან. სააპელაციო სასამართლოს კარი სამართალდამცველებს აქვთ ჩახერგილი.
ასევე, დიღმის მთავარი სამმართველოს ეზოში გამაგრებულები არის გდდ-ს თანამშრომლებით სავსე ავტობუსები - ადგილზე არიან კრიმინალური პოლიციის და პატრულის თანამშრომლები.