ელოდება თუ არა კალაძე "ოცნების" და ცესკოს მაღალჩინოსნების დასანქცირებას? - თბილისის მერის კომენტარი
ელოდება თუ არა კახა კალაძე "ქართული ოცნების" და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მაღალჩინოსნების დასანქცირებას? - ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოსული მწვავე გზავნილების ფონზე, თბილისის მერი პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც კახა კალაძე მედიასთან საუბრის დროს აცხადებს, "არჩევნების გაყალბების ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და ეს რადიკალური ოპოზიციის ბინძური სპეკულაციების ნაწილია".
ხომ ვართ დასანქცირებული. სამჯერ დაგვასანქცირეს უკვე. რამდენჯერ შევხვედრივართ უკვე და ამ ინფორმაციაზე კითხვებსაც სვამდით, რომ ჩვენ სანქცირებულები ვართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპასთან, ამერიკასთან ურთიერთობები. უნდა მოხდეს გადატვირთვა, რადგან ამ მიდგომებით და ამ დამოკიდებულებით ურთიერთობის გაგრძელება რთული იქნება. რაც შეეხება არჩევნების გაყალბებას, ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს, ეს არის ბინძური სპეკულაციები, რასაც კადრულობთ რადიკალური ოპოზიცია", - ამბობს კახა კალაძე.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გუშინ საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებითი ზომების გამოყენება “არ მოერიდებათ“.