პაპუაშვილი ირწმუნება, რომ სანქციებზე "რეაქცია არ აქვთ"
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს - შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დამატებით ზომებზე საუბარი "ინფორმაციების შემოგდებაა, რაზეც "ქართულ ოცნებას" რეაქცია არ ექნება".
"სხვის უსამართლობაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ" - ამბობს მმართველი გუნდის წარმომადგენელი და სტრატეგიულ პარტნიორს მცდარი მიდგომების გამოყენებაში ადანაშაულებს.
ამ ინფორმაციების შემოგდება, ეს სანქცია, ის სანქცია, ამაზე რეაქცია არ გვაქვს არანაირი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ სხვების უსამართლობას ვერც გავთვლით და ვერც პასუხისმგებლობას ავიღებთ სხვის უსამართლობაზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე და ვხედავთ, როგორ კარგად მიდის ჩვენი ქვეყანა. ის, ვინც ცდება საქართველოსთან მიმართებით, ისტორია გვაჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში, გამოჩნდება ხოლმე, რომ ეს იყო მცდარი მიდგომები", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გუშინ საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებითი ზომების გამოყენება “არ მოერიდებათ“.