აშშ-ისგან სანქციები მოსალოდნელია - კუპრაძე

05.11.24 18:21
აშშ-ისგან სანქციები მოსალოდნელია - კუპრაძე

"ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციები მოსალოდნელია" - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ "პირველებთან" გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, შტატები სრულ ინფორმაციას ფლობს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, რასაც ქმედითი ნაბიჯები აუცილებლად მოყვება. 

სანქციები არის მოსალოდნელი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რადგან მათ აქვთ სრული ინფორმაცია და მტკიცებულებები გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და იმ გამყალბებებთან დაკავშირებით, რომლებიც ბრძანებას გასცემდნენ და უკანონო ბრძანებას ასრულებენ", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გუშინ საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებითი ზომების გამოყენება “არ მოერიდებათ“.  

მსგავსი სიახლეები