სამაგიდო სიების გასაჯაროება - თბილისის საქალაქომ "ძლიერი საქართველოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ძლიერი საქართველოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა - გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლოთიშვილიმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ცნობისთვის, ოპოზიციური კოალიცია მოითხოვდა, რომ კრწანისის საარჩევნო ოლქის ვერიფიკაციის აპარატებში დატანილი ინფორმაცია და სამაგიდო სიები გასაჯაროებულიყო.
სწორედ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა მოსამართლეს მტკიცებულებებით სავსე დისკი წარუდგინა, რათა სარჩელს დართვოდა, თუმცა ქეთევან ლოთიშვილმა მტკიცებულებები განსახილველად არ მიიღო.