"ქართული ოცნება" ბოდვაზეა გადასული - ელისაშვილი მმართველი პარტიის ბრალდებებზე

06.11.24 17:52
"ქართული ოცნება" ბოდვაზეა გადასული - ელისაშვილი მმართველი პარტიის ბრალდებებზე

თეთრიწყაროს რაონული სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება ოპოზიციონერი ლიდერებისთვის მის ოფიციალურ გამოცხადებამდე იყო ცნობილი. 

როგორც ივანიშვილის გუნდის წევრი, მამუკა მდინარაძე ირწმუნება, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება არა სამართლებრივად, არამედ პოლიტიკური გემოვნებით იყო ნაკარნახევი, რასაც მისივე განმარტებით, ალეკო ელისაშვილის კომენტარი ადასტურებს. 

  • ცნობისთვის, საქმე ეხება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ალეკო ელისაშვილმა 4 ნოემბერს, აქციაზე, პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს უთხრა, რომ თეთრიწყაროს მოსამართლემ სხდომაზე ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლითაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დადასტურდა. 

ასეთი ფრაზა არსებობს ცნობილი, თამაში გაყიდა. ელისაშვილმა თამაში გაყიდა, რადგან დაახლოებით 1 საათით ადრე მოსამართლის გადაწყვეტილებამდე, მისი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მე რომ მოსამართლე ვიყო, ნამდვილად შემრცხვებოდა საუბარი იმის შემდეგ, რაც ჩემ მაგივრად პოლიტიკოსი გამოაცხადებდა აქციაზე, ტრიბუნიდან ჩემს გადაწყვეტილებას 1 საათით ადრე. მოსამართლე ხუჭუას ასეთი საუბარი ნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გემოვნებით არის ნაკარნახევი", - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

"ქართული ოცნების" მიერ წაყენებულ ბრალდებებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოდვას უწოდებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ორი საათის შედეგ ამცნო საზოგადოებას.

მოსამართლე ხუჭუამ ისე აუყირავა ამათ მაგიდა, რომ უკვე აბსოლუტურ ბოდვაზე არიან გადასულები. საათს ვეღარ ცნობენ. ორი საათის მერე ვთქვი, როდესაც გამოცხადდა ეს გადაწყვეტილება. ბოდავენ, რომ მე თურმე წინასწარ ვიცოდი. ვერ მოინელა ის ინციდენტი, ფაქტია. რა ვქნა, ვერ ინელებს, ვერ ინელებს, წყალი დააყოლოს, ან ბორჯომი", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება გუშინ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა. 

მოსამართლის გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით. ცესკომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, სადაც აღნიშნული საქმის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები