საქართველო არჩევნებში დარღვევების დაუყოვნებლივ და სამართლიან გამოძიებას იმსახურებს - პავილიონისი
"საქართველო ევროპაა და იმსახურებს არჩევნებში დარღვევების დაუყოვნებლივ და სამართლიან გამოძიებას" - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე წერს.
ევროპელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ "მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი აშშ-სკენ არის მიპყრობილი, საქართველო ყურადღებას უფრო მეტად საჭიროებს, ვიდრე ოდესმე".
მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი აშშ-სკენ არის მიპყრობილი, არის ქვეყანა, რომელიც ჩვენს ყურადღებას საჭიროებს მეტად, ვიდრე ოდესმე. საქართველო ევროპაა და იმსახურებს არჩევნებში დარღვევების დაუყოვნებლივ და სამართლიან გამოძიებას, რომლებიც საქართველოში გასულ კვირას ჩატარდა!” , - წერს პავილიონისი.
ევროკავშირის ქვეყნები არჩევნების გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.
საგანგებო განცხადებას ხელს ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის ესტონეთის ფინეთის, იტალიის, ირლანდიის, საფრანგეთის, გერმანის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, პარლამენტების, საგარეო კომიტეტის შეფები და ევროპარლამენტარები აწერენ.