"მტკიცედ მოვითხოვთ საქართველოს ბოლო არჩევნებში დარღვევების დამოუკიდებლად გამოძიებას" - კოლსი
"მტკიცედ მოვითხოვთ საქართველოს ბოლო არჩევნებში დარღვევების დამოუკიდებლად გამოძიებას" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი X-ზე წერს.
ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ სასწორზე ქართველი ხალხის მომავლის სამართლიანობა დევს, ამიტომ ევროპარლამენტმა საშუალება არ უნდა მისცეს მანიპულაციას, რომ საზოგადოების დემოკრატიულ ნებას ძირი გამოუთხაროს.
მტკიცედ მოვითხოვთ საქართველოს ბოლო არჩევნებში დარღვევების დამოუკიდებლად გამოძიებას. არ შეგვიძლია საშუალება მივცეთ მანიპულაციას, რომ ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებასა და მათ ევროპულ მისწრაფებებს. სასწორზე მათი მომავლის სამართლიანობაა” - წერს კოლსი.
ევროკავშირის ქვეყნები არჩევნების გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.
საგანგებო განცხადებას ხელს ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის ესტონეთის ფინეთის, იტალიის, ირლანდიის, საფრანგეთის, გერმანის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, პარლამენტების, საგარეო კომიტეტის შეფები და ევროპარლამენტარები აწერენ.