"გვრიტიშვილის ქმედება გამიზნულია იმისკენ, რომ დადოს ის შედეგი, რაც ''ოცნებას'' აწყობს" - კოპალეიშვილი

06.11.24 23:21
"გვრიტიშვილის ქმედება გამიზნულია იმისკენ, რომ დადოს ის შედეგი, რაც ''ოცნებას'' აწყობს" - კოპალეიშვილი

"გვრიტიშვილის ქმედება მთლიანად გამიზნულია იმისკენ, რომ დადოს ის შედეგი, რაც "ქართულ ოცნებას" აწყობს" - ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი ფიქრობს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისუფალი და დამოუკიდებელი ვერ იქნება

სასამართლოსგან რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს. სასამართლო ხელისუფლებამ არაერთხელ დაგვანახა, რომ ის ვერ ამართლებს მართლმსაჯულების მიზნებს. ვერც ''ქართული ოცნება'' ვერ გაბედავდა არჩევნების გაყალბებას და მოპარვას ჩვენ ქვეყანაში, რომ იყოს სასამართლო ხელისუფლება.

როდესაც გავიგე, რომ ბატონი გვრიტიშვილი იქნებოდა ერთ-ერთი საქმის განმხილველი, უკვე ნათელი იყო, რომ მათ ნდობა არ აქვთ, შეშინდა კლანიც და სასამართლოც და მიხვდნენ, რომ შესაძლოა პროცესი ხელიდან დაუსხლტეთ. მანამდე ყველა მოსამართლემ ერთნაირი პასუხი გასცა მოსარჩელე მხარეებს, რომ ვერ ხედავდნენ ამის საჭიროებას და ბუნებრივია, გვრიტიშვილის ქმედება მთლიანად გამიზნულია იმისკენ, რომ დადოს ის შედეგი, რაც ''ქართულ ოცნებას'' აწყობს. ეს ვერ იქნებ, თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება'.,- ამბობს მაია კოპალეიშვილი.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება 4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა. 

ამის შემდეგ ცესკომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, სადაც აღნიშნული საქმის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.