სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დარღვევების განხილვა 18 საათზე მეტია მიმდინარეობს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
პროცესზე ჯამში 40 ოლქზე გამოვლენილი დარღვევები განიხილება. ცნობილია, რომ სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ორგანიზაცია ჩემი ხმის სარჩელები გააერთიანა და ერთ პროცესზე განიხილავს.
საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, რომლის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი გვრიტიშვილია. გვრიტიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები ე. წ. სასამართლო კლანის წევრად მოიხსენიებენ.
საიამ საქმის გადადების, დაყოფის, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობები რამდენჯერმე დააყენა, თუმცა არ დაკმაყოფილდა.
ნონა ქურდოვანიძის ცნობითვე, სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ჯერ არ გადასულა.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო დავებზე საიას და „ჩემი ხმის” ორგანიზაციების სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ამ შემთხვევაში კოლეგიის ერთ-ერთი წევრი საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მამა, შოთა სირაძეა.