"ოცნებას" არაფერს გაუტარებენ - თეონა აქუბარდია

07.11.24 13:50
"ოცნებას" არაფერს გაუტარებენ - თეონა აქუბარდია

საერთაშორისო პარტნიორები "ოცნებას" "არაფერს გაუტარებენ" - ასე აფასებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ევროპის წამყვანი სახელმწიფოს ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებას. 

მისი თქმით, "ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ანტიდემოკრატიული პროპაგანდის გამო", საქართველოს კარი ევროპისკენ დახურული აქვს.

საქართველოს კარი ევროპისკენ არის გამოხურული ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან იმ ანტიდემოკრატიული, თუ ანტიდასავლური პროპაგანდის გამო და დემოკრატიიდან ავტორიტარიზმისკენ მსვლელობის გამო, რომელსაც აქვს ადგილი ქვეყანაში. ამ ძლიერი გზავნილის გახმოვანება სამი ევროპელი ლიდერისგან ნიშნავს იმას, რომ არაფერს არ გაუტარებენ. რაც არ უნდა იყოყლოჩინოს და ატყუოს ხალხს კობახიძემ, ეს არის მძიმე მოცემულობა, რომელიც მათ შექმნეს", - ამბობს თეონა აქუბარდია. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოს მთავრობას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებენ