"ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ" - ფიშერი ვაიმარის სამკუთხედის ლიდერების განცხადებაზე

07.11.24 14:47
"ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ" - ფიშერი ვაიმარის სამკუთხედის ლიდერების განცხადებაზე

"ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა" - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ვაიმარის სამკუთხედის ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას.

ევროპელი დიპლომატი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მოსალოდნელია, გერმანიის მომავალი მთავრობის პოზიცია იმავე იყოს. 

ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ. ჭკვიანი კომენტატორებისთვის მოსალოდნელია, რომ ეს გერმანიის მომავალი მთავრობის პოზიცია იქნება, რადგან ჩვენ ევროკავშირის გაფართოებაზე ფართო კონსენსუსი გვაქვს“, - წერს პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოს მთავრობას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებენ.