ვაიმარის სამკუთხედის ლიდერები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების გამჭვირვალედ გამოძიებას ითხოვენ

07.11.24 15:03
ვაიმარის სამკუთხედის ლიდერები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების გამჭვირვალედ გამოძიებას ითხოვენ

ვაიმარის სამკუთხედის ლიდერები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ გავრცელებული ცნობების გამჭვირვალედ გამოძიებას ითხოვენ. 

უნგრეთში დაგეგმილ ევროპულ სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის პირველი პირები საკუთარ შეშფოთებას დარღვევებისა და ამომრჩევლების დაშინების შესახებ კიდევ ერთხელ აფიქსირებენ. 

ჩვენ ვიმეორებთ შეშფოთებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, როგორც ეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებშია მითითებული. 

კერძოდ, შეშფოთებას იწვევს ცნობები მრავალი დარღვევისა და ამომრჩევლების დაშინების შესახებ, რამაც პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად იმოქმედა. 

ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრის და არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებაა და ყურადღებით განვიხილავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს, რომელსაც თავის დროზე ველით. 

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ევროპულმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული გზიდან უხვევდა და დაჟინებით მოითხოვდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოწყობას", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოს მთავრობას კურსის შეცვლისკენაც მოუწოდებენ.   

მსგავსი სიახლეები