ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმა შეაჩერეს - ესტონეთის პრემიერი

08.11.24 13:56
ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმა შეაჩერეს - ესტონეთის პრემიერი

“ბოლოს ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი“ - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება.

“ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმა შეაჩერეს. ასე რომ, ჩვენ ამას განვიხილავთ“, - განაცხადა კრისტენ მიხალმა.

გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლოს ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. უნდა ვთქვათ, რომ ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმა შეაჩერეს. ასე რომ, ჩვენ ამას განვიხილავთ“, - აღნიშნა კრისტენ მიხალმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები - საქართველოს საკითხს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარებაა. 

ამავე თემაზე:

 

მსგავსი სიახლეები