პროდასავლური ოპოზიციის შეთავაზება ევროკავშირს - პოლიტიკური ლიდერები ქვეყანაში დამატებითი მისიის გამოგზავნას ითხოვენ

08.11.24 15:34
პროდასავლური ოპოზიციის შეთავაზება ევროკავშირს - პოლიტიკური ლიდერები ქვეყანაში დამატებითი მისიის გამოგზავნას ითხოვენ

ოპოზიცია ევროკავშირს საქართველოში დამატებითი მისიის გამოგზავნას სთხოვს, რომელიც ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს შეისწავლის.

აღნიშნულ თხოვნა ხელისუფლების ოპონენტებმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრისას გაახმოვანეს. პროდასავლური ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ევროკომისიის 9 ვალდებულებიდან მთავარი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება დარღვეულია. (საქმე ევროკომისიის 9 რეკომენდაციიდან მე-4 პუნქტს ეხება, რომელიც არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას გულისხმობს). 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სწორედ ამ მისიამ უნდა დადოს ანგარიში, როგორ შეასრულა "ქართულმა ოცნებამ" ნაკისრი ვალდებულება. რის შემდეგაც   ევროკავშირმა  საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოზე, როგორც კანდიდატ ქვეყანაზე.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, ყველასთვის ცახდია, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს საერთაშორისო მისიების ანგარიშშიც დაფიქსირდეს. 

ჩვენი რეკომენდაციების მე-4 პუნქტი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასე რომ, ევროკავშირს აქვს სრული უფლება და სამართლებრივი და პოლიტიკური წინაპირობაც, რომ შეისწავლოს, ეს რეკომენდაცია რამდენად შესრულდა ამ არჩევნებზე. ყველასთვის ცხადია, რომ არ შესრულდა, მაგრამ შესწავლა და კონკრეტული დოკუმენტის დადება იქნებოდა სასარგებლო. ჩვენი გეგმებიც ვუთხარით, რომ გამორიცხულია, პარლამენტში შევიდეთ, ლეგიტიმაცია ამ მხრივ პარლამენტს ვერ ექნება. იქნება პროტესტები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი, ბევრად უფრო მეტად შედეგზე ორიეტირებული. დღეს რაც ხდება, ეს მხოლოდ დასაწყისია, - ამბობს ნიკა გვარამია. 

ასევე ნახეთ: 

ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ. ორსაათიანი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.  პაველ ჰერჩინსკისთან აუდიენცია  "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამდა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გამართეს. შეხვედრის თემა არჩევნებს და ოპოზიციის ხედვას უკავშირდებოდა, თუ როგორ აპირებენ ხელისუფლების ოპონენტები მოქმედებას.    

მსგავსი სიახლეები