ლიეტუვის პრეზიდენტი: ივანიშვილი დგას ყველა ამ პროცესის უკან, ვიცით, რამდენად ახლოსაა ის რუსეთთან
ლიეტუვის პრეზიდენტი ამბობს, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია” არამხოლოდ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებით, არამედ საარჩევნო პროცესში დარღვევების გამო.
გიტანას ნაუსედა დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებაზე საუბრობს, რადგან „არ სჯერა, რომ ქართულ ინსტიტუტებს ამის გაკეთება შეუძლიათ”.
ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის მიმდინარეობისას პრეზიდენტმა ნაუსედამ ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრა და თქვა, რომ "ყველა ამ პროცესის უკანბიძინა ივანიშვილი დგას":
ეს პიროვნება [ბიძინა ივანიშვილი] დგას ყველა ამ პროცესის უკან. ვიცით რამდენად ღრმა და ინტენსიურია მისი ურთიერთობა რუსეთთან. ესაა მიზეზი რატომაც ვლაპარაკობთ არამხოლოდ ევროკავშირთან დაშორებაზე, არამედ დაახლოებაზე რუსეთთან. შუალედურ გზას ვერ აირჩევ. თუ იღებ გადაწყვეტილებას, დგამ გეოპოლიტიკურ ნაბიჯებს, შუაში ვერ დადგები. მარტივია, მიდიხარ დასავლეთისკენ ან აღმოსავლეთისკენ"- განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.