არჩევნების გაყალბების სავარაუდო სქემა - როგორ პასუხობს პრემიერი ISFED-ს მტკიცებულებებს
"სამართლიანი არჩევნების" მიერ არჩევნების შესაძლო გაყალბების ახალის სქემის გაშიფვრის შემდეგ, ქვეყნის პრემიერს, ირაკლი კობახიძეს ISFED -ზე იერიში მიაქვს და გავლენიან ორგანიზაციას ოპოზიციის მოკავშირეებად აცხადებს.
ISFED-ის მტკიცებულების მიუხედავად, რომელიც ადასტურებს, რომ საარჩევნო უბანზე იმაზე მეტი კაცი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე რეგისტრირებული იყო, კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდა.
ხავსს ეჭიდება ახლა მთლიანად ოპოზიცია, მათ შორის ISFED. ვეღარ მოახერხეს მათ ე.წ. პვტ გაყალბება, იმიტომ, რომ წინა არჩევნებზე ეს ტყვია უკვე გაისროლეს, ახლა ცდილობენ, რომ განსხვავებული რაღაც ინსტრუმენტებით სცადონ ჩრდილის მიყენება ამ არჩევნებისთვის და ამიტომ არ აქვეყნებენ მათ შორის ახალ, გაუყალბებელ პვტ-ს. ყველაფრიდან ჩანს, რომ ასეთ ორგანიზაციებს აქვთ თავიდან-ბოლომდე პოლიტიკური დღის წესრიგი. ისინი არიან კოლექტიური "ნაცმოძრაობის" უბრალო დანამატი და შესაბამისად, ამ მიზნებით მოქმედებენ", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
“სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, ცესკომ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ზოგ უბანზე შესაძლოა, კაცების აქტივობა მაღალი იყოს.
საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ "ცდომილება" ქალებისა და კაცების რაოდენობას შორის საარჩევნო უბნებზე დასაქმებული ადამიანების ბრალია.
"11 საარჩევნო კომისიიიდან შეცდომით გადმოიგზავნა არჩევნებში მონაწილე ქალების რაოდენობა, რამაც გამოიწვია ცდომილება არჩევნებში მონაწილე კაცების რაოდენობაში" - ამბობენ კალანდარიშვილის უწყებაში.
ცესკოში შეცდომას აღიარებენ, თუმცა მაინც ამბობენ, რომ ეს აღიარება კი არა, განმარტებაა.
ასევე ნახეთ: