"ოცნებამ", ძირითადად, კარუსელის სქემაში კაცები ჩართო და ცესკო ამის გადაფარვას აბსურდით ცდილობს - ბოკუჩავა

08.11.24 22:06
"ოცნებამ", ძირითადად, კარუსელის სქემაში კაცები ჩართო და ცესკო ამის გადაფარვას აბსურდით ცდილობს - ბოკუჩავა

ISFED-ის მიერ არჩევნების შესაძლო გაყალბების ახალი სქემის გაშიფვრის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაკეთებულ განცხადებას თინა ბოკუჩავა აბსურდს უწოდებს. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იმაზე მეტი კაცი ამომრჩევლის მისვლა, ვიდრე რეგისტრირებული იყო, ის ერთ-ერთი მთავარი სქემაა, რომლითაც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების გაყალბება შეძლო. 

პირადობის ნომრებით ადამიანები მასობრივად აძლევდნენ ხმას. ეს იყო, სავარაუდოდ, ე.წ. კარუსელების მექანიზმი. ამიტომ არის აბსურდული სტატისტიკა, სადაც მამაკაცების რაოდენობა რამდენიმე უბანზე 100%-ზე მეტია რეგისტრირებულ ადამიანებზე. ამის განმარტება არ არსებობს. ამის ერთადერთი განმარტება არის ის, რომ რეალურად, უმრავლესობა იმ ადამიანების, რომლებიც სხვისი იდენტობით ხმის მისაცემად მიდიოდნენ, ძირითადად, კაცები იყვნენ. ამ სქემაში, ძირითადად, "ქართულმა ოცნებამ" კაცები მოისყიდა და ჩართო. ეს სტატისტიკა ცესკომ საერთოდ წაშალა და ახლა ამის გადაფარვას რაღაც აბსურდით ცდილობს", - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

"სამართლიანი არჩევნები" 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ ახალ დარღვევებზე საუბრობს - ISFED-მა დაადგინა, რომ არჩევნების დღეს, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იმაზე მეტმა მამაკაცმა მისცა ხმა, ვიდრე ერთიან სიაში იყო.

საარჩევნო ადმინისტრაციამ გუშინ შვიდსაათიანი ფიქრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ ზოგიერთ უბანზე იმაზე მეტი კაცი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე რეგისტრირებული იყო. 

მსგავსი სიახლეები