პავილიონისი: "საქართველო ევროპაა და არა რუსეთი"

09.11.24 12:15
პავილიონისი: "საქართველო ევროპაა და არა რუსეთი"

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი 11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაციის ჩამოსვლას პლატფორმა X-ზე ეხმაურება

ჟიგიმანტას პავილიონისი წერს, რომ "ყველა ქვეყანას თავისი ჩერჩილის მომენტი აქვს, თუმცა ახლა დროა, საქართველომ გადაწყვიტოს".

"საქართველო ევროპაა და არა რუსეთი" - აღნიშნავს ლიეტუველი პოლიტიკოსი. 

ევროპელ მეგობრებთან ერთად ხვალ საქართველოში მივემგზავრებით. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ჩერჩილის მომენტი - ახლა დროა, საქართველომ გადაწყვიტოს. საქართველო ევროპაა და არა რუსეთი!" - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის თქმით, 11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა

მსგავსი სიახლეები