ოპოზიცია ითხოვს, გამოკითხვაზე დაიბარონ ყევლა ის საჯარო მოხელე, რომელიც არჩევნების გაყალბების სქემაში იყო ჩართული
ოპოზიცია მოითხოვს, გამოკითხვაზე დაიბარონ ყველა ის საჯარო მოხელე, ვინც არჩევნების გაყალბების დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული. ეს განცახდება "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა შაბათის ეთერში გასული ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ გააკეთა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მედიის მიერ გავრცელებული ჩანაწერები ცხადყოფს, რომ "ოცნებამ" ქვეყანაში არჩევნები გააყალბა.
ფაქტობრივ მტკიცებულებად შეიძლება მივიღოთ ის ჩანაწერები, რომლებიც ვრცელდება მედიაში და პირდაპირ აშიშვლებს, ნიშანს იძლევა იმისა, რომ მოხდა გაყალბება საპარლამენტო არჩევნების. უნდა დაიბარონ სწორედ ეს საჯარო მოხელეები, კომისიის თავმჯდომარეები და ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ შავი ფულის და გაყალბების პროცესში, - ამბობს კუპრაძე.
შაბათის ეთერის" ხელშია ახალი მტკიცებულებები, რომელიც 26 ოქტომბერს არსებულ სქემას ფარდას ხდის. ჩანაწერის მიხედვით, ირკვევა, რომ გადამწყვეტ არჩევნებზე, ე.წ. კაპიტნებსაც მკაცრად აკონტროლებდნენ ანუ იყვნენ კაპიტნების კაპიტნებიც.
საჯარო სამსახურებში დასაქმებულები არჩევნების დღეს კაპიტნებად მუშაბდნენ, რომ "ქართულ ოცნებას" რაც შეიძლება მეტი ხმა მიეღო. შაბათის ეთერმა რამდენიმე საათის წინ გაასაჯაროვა ხმოვანი შეტყობინებებიც. ერთ-ერთ აუდიოფაილში "ოცნების" ქოლ ცენტრების ხელმძღვანელი ასახელებს ციფრს, რომელიც ივანიშვილის პარტიამ არჩევნებზე მიიღო. ეს რიცხვი არ ემთხვევა ცესკოს მიერ დაწერილ მონაცემებს. სხვაობა 166 615 ხმაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის გუნდი საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა, არჩევნები რომ არ გაეეყალბებინათ.