"გაყალბების ქრესტომათიული მაგალითია" - ფავლენიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე

10.11.24 15:42
"გაყალბების ქრესტომათიული მაგალითია" - ფავლენიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე

გაყალბების ქრესტომათიული მაგალითია, - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ჟურნალისტურმა "შაბათის ეთერის" გამოძიებებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ "ოცნებამ" ხმების დიდი ნაწილი უკანონო გზებით მიიღო.  

უკვე ცალსახად და მკაფიოდ ეს ჟურნალისტური გამოძიებები მიუთითებს ამაზე, რომ საქმე გვქონდა ჩვეულებრივ სპეცოპერაციასთან, სადაც ხმების უდიდესი ნაწილი მიღებული იქნა უკანონო გზებით. მათ შორის არის ძალიან ბევრი მეთოდი გამოყენებული და შეიძლება ითქვას, რომ გაყალბების ქრესტომატიულ მაგალითად იქცევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის, - ამბობს ფავლენიშვილი.

შაბათის ეთერის" ხელშია ახალი მტკიცებულებები, რომელიც 26 ოქტომბერს არსებულ სქემას ფარდას ხდის. ჩანაწერის მიხედვით, ირკვევა, რომ გადამწყვეტ არჩევნებზე, ე.წ. კაპიტნებსაც მკაცრად აკონტროლებდნენ ანუ იყვნენ კაპიტნების კაპიტნებიც.

საჯარო სამსახურებში დასაქმებულები არჩევნების დღეს კაპიტნებად მუშაბდნენ, რომ "ქართულ ოცნებას" რაც შეიძლება მეტი ხმა მიეღო. შაბათის ეთერმა რამდენიმე საათის წინ გაასაჯაროვა ხმოვანი შეტყობინებებიც. ერთ-ერთ აუდიოფაილში "ოცნების" ქოლ ცენტრების ხელმძღვანელი ასახელებს ციფრს, რომელიც ივანიშვილის პარტიამ არჩევნებზე მიიღო. ეს რიცხვი არ ემთხვევა ცესკოს მიერ დაწერილ მონაცემებს. სხვაობა 166 615 ხმაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის გუნდი საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა, არჩევნები რომ არ გაეეყალბებინათ.

 

მსგავსი სიახლეები