ვინც დემოკრატიის პრინციპებს ძირს უთხრის, ფასი უნდა გადაიხადოს - მიხაილ როთი

11.11.24 11:32
 ვინც დემოკრატიის პრინციპებს ძირს უთხრის, ფასი უნდა გადაიხადოს - მიხაილ როთი

პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ახორციელებს შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციას შორის შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ეჭვებია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ამიტომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება.

სანამ ნათელი არ მოეფინება არჩევნებს, ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმაციას. თუ ეს განცხადებები დამოუკიდბლეად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ საქნციებს იმათ მიმართ, ვინც  პასუხის აგებს ამომრჩეველზე მანიპულაციაზე. ის, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიის პრინციპებს, მან ფასი უნდა გადაიხადოს. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, ასევე უვიზო რეჟიმის შეწყვეტა"- თქვა მან. 

 

მსგავსი სიახლეები