არჩევნების საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა - EU დელეგაციის გზავნილები

11.11.24 11:57
არჩევნების საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა - EU დელეგაციის გზავნილები

არჩევნები უნდა ჩატარდეს ევროპის საბჭოს, ეუთოს ან სხვა ორგანიზაციების ჩართულობით - ამის შესახებ  ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციას შორის შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიჰკელსონმა სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა: 

ვაკვირდებით პროცესებს, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე ეფექტური და ყველაზე ნეიტრალური გზა, იმისთვის, რომ შემოწმდეს, თუ რა მოხდა საქართველოს არჩევნებში ოქტომბერში - უნდა ჩატარდეს [არჩევნები] იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარეობს იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ მმართველ პარტიას ძალიან ძლიერი პოზიციები გააჩნია სხვადასხვა ორგანიზაციებში. რომ დავარწმუნოთ არამხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი ძალიან კარგი და საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ საერთაშორისო თანამშრომლობის დონეზე ჩატარდება. მაგალითად, ევროპის საბჭოს, ეუთოს ან სხვა ორგანიზაციების ნეიტრალური ჩართულობით, ნეიტრალური ნდობის ფონზე"- თქვა მან. 

ყველაზე ეფექტური გზა საქართველოში არჩევნების გამოსაძიებლად იქნება საერთაშორისო თანამშრომლობა, მაგალითად ევროპული საბჭოს ან ეუთოს მიერ - ეს განცხადება კი ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, იუკა კოპრამ გააკეთა. 

„ყველაზე ეფექტიანი და ნეიტრალური გზა, რათა გამოვიკვლიოთ რა მოხდა საქართველოს არჩევნებზე, განხორციელებული უნდა იყოს საქართველოს გარეთ არსებული ორგანოს მიერ, რადგან ვხედავთ, რომ მმართველ პარტიას აქვს გავლენები სხვადასხვა ორგანიზაციაში ქვეყანაში. ასე რომ, იმისათვის, რომ დავარწმუნოთ, არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ ევროკავშირი და დანარჩენი მსოფლიო, რომ გამოძიება თავისუფალი და სამართლიანი იქნება, საუკეთესო იქნება, რომ ის განხორციელდეს საერთაშორისო თანამშრომლობით, მაგალითად, ევროპული საბჭოს ან ეუთოს, ან სხვა მსგავსი საერთო სანდოობის მქონე ორგანოს მიერ”, – განაცხადა მან.

არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ისაუბრა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთმაც. 

მისი თქმით, დიდი ეჭვებია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ამიტომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება.

მსგავსი სიახლეები