EU-ს მაღალჩინოსნებთან შეხვედრა დასრულდა: საუბარი იყო სანქციების გამოყენებაზე კონკრეტული პირების მიმართ

11.11.24 13:22
EU-ს მაღალჩინოსნებთან შეხვედრა დასრულდა: საუბარი იყო სანქციების გამოყენებაზე კონკრეტული პირების მიმართ

ოპოზიციას და ევროკავშირის დელეგაციას შორის საგანგებო შხვედრა დასრულდა - როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ანა დოლიძემ "ტვ პირველთან" განაცხადა, საუბარი იყო იმაზე, “კონკრეტულად ევროკავშირმა რა შეიძლება გააკეთოს, რომ „ოცნებამ“ დანიშნოს ახალი არჩევნები“.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნის ეკონომკური მდგომარეობა და ის გზები, როგორ გაგრძელდეს დახმარება ქართველი ხალხის მიმართ.

საუბარი იყო იმაზე, კონკრეტულად ევროკავშირმა რა შეიძლება გააკეთოს, რომ „ოცნებამ“ დანიშნოს ახალი არჩევნები და ასევე არაღიარება მოხდეს ამ არჩევნების. საუბარი იყო სანქციების გამოყენებაზე, კონკეტული პირების მიმართ, ასევე ცესკოს თანამშრომლების დამაღლჩინოსნების მიმართ, ვისი მეთაურობითაც მოხდა გაყალბება. საუბარი იყო საერთაშორისო გამოძიებაზე და ყველა მექანიზმზე, რომელიც რეალურია, უბრალოდ ჩამოსაყალიბებლები არიან, როგო შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას სასწრაფოდ. ასევე საუბარი იყო ეკონომიკურ მდგომარეობაზე- მნიშვნელოვანია, რომ დახმარება გაგრძელდეს ხალხის მიმართ. ევროკავშირი მზადაა, უბრალოდ ახლა ბიუროკრატიამ უნდა იმუშაოს, რომ ეს ყველაფერი გატარდეს“, - განაცხადა დოლიძემ.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე  8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ და აუდიენციის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხეს. 

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ.

მსგავსი სიახლეები