ბოკუჩავას თქმით, EU-ს დელეგაციასთან შეხვედრაზე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს

11.11.24 13:36
ბოკუჩავას თქმით, EU-ს დელეგაციასთან შეხვედრაზე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს

„ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით,  8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდი იყო, ამიტომ არ არის მისი შედეგები აღიარებული. 

ბოკუჩავას განცხადებით, მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი გამოძიება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო კომპონენტი შეიძლება ჰქონდეს.

“სრულფასოვანი გამოძიება საქართველოს პროკურატურის და საგამოძიებო უწყებების პირობებში შეუძლებელია“, - ამბოსბ ბოკუჩავა.

ლეგიტიმაცია ვერ ექნება არჩვენებს, სადაც მოხდა, ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა. ისინი თვლიან, რომ უნდა მოხდეს სრულფასოვანი გამოძიება, რაც შეუძლებელია საქართველოს პროკურატურის და საგამოძიებო უწყებების პირობებში. ვთანხმდებით,რომ ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი გამოძიება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო კომპონენტი შეიძლება ჰქონდეს. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ევროკავშირში აქტიურად განიხილება, სხვა მექანიზმების ამოქმედება - როგორიც არის ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, ასევე განიხილება უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება, იმიტომ რომ ევროკავშირში ხედავენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ბოლომდე გადაუხვია  ევროკავშირის გზას. ევროკავშირის მოთხოვნებიდან ერთ-ერთი იყო სწორედ სამართლიანი არჩევნები, ჩვენ ვნახეთ, რომ 26 ოქტომბერს ტოტალურად იყო დარღვეული ეს პრინციპი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე  8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ და აუდიენციის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხეს. 

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ.

მსგავსი სიახლეები