26 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიულობასთან ახლოსაც არ იყო - მიხელსონი
მკაფიოდ უნდა ვთქვა, რომ ეს არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი საუბრობს.
ევროპელი მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიულობასთან "ახლოსაც არ იყო".
მისი თქმით, "ოცნების" ნარატივი, თითქოს ქვეყანა ევროკავშირისკენ მიდის, სიმართლეს არ შეესაბამება.
ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვა, რომ ეს არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი. ისეთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უნდა ჯდებოდეს ევროკავშირის პრინციპებში როგორიც არის არჩევნები. ახლა მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა გააცნობიეროს, რა ვნახეთ 26 ოქტომბერს და წინა პერიოდში. ჩემი პირადი აზრით, ეს არჩევნები ახლოსაც არ იყო დემოკრატიულ არჩევნებთან იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა უნდა. ამჟამინდელი მმართველი პარტია ხალხს ეუბნება, რომ ისინი ევროკავშირისკენ მიდიან. ამ არჩევნებით, რა თქმა უნდა, ეს გზა გაჩერებულია, - ამბობს მიხელსონი.
ამავე თემაზე:
შეგახსენებთ, თბილისში 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებიან.
ისინი პრეზიდენტს და პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ.
დელეგაციის წევრები მესამე სექტორის წარმომადგენლებს ამ წუთებში ხვდებიან. საღამოს ევროპელი პოლიტიკოსები პარლამენტის წინ აქციაზე მივლენ და ქართველ ხალხს მიმართავენ.