''არ შევეგუებით ამ ქვეყანაში რუსულ ავტორიტარიზმს და რუსულ მმართველობას'' - ლომჯარია
''არ შევეგუებით ამ ქვეყანაში რუსულ ავტორიტარიზმს და რუსულ მმართველობას'' - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა და პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ ''ტვ პირველის'' ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პროტესტი გაგრძელდეს იქამდე, სანამ შედეგს არ გამოიღებს.
ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ჩვენ ვართ მართალი, ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს, სწორ მხარეს, დიდი უმრავლესობა ამ ქვეყნის და მთავარია ხელი არ ჩავიქნიოთ, მოვიკრიბოთ ძალები და ვიდგეთ იქ სადაც მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ გარეთ იმდენი ხანი, რამდენი ხანიც იქნება საჭირო და გავაპროტესტოთ, რომ ასეთი მოცემულობა ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენ არ შევეგუებით ამ ქვეყანაში რუსულ ავტორიტარიზმს და რუსულ მმართველობას'',- ამბობს ნინო ლომჯარია.
რა გზავნილები გააჟღერეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე:
-
როთი ქართველ ხალხს: "არ დანებდეთ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ"
-
გლობალური ომის პარტია რუსეთი და რუსული იმპერიალიზმია - როთი
-
პავილიონისი: ვიღაცას სურს, წაგართვათ თავისუფლება, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის
-
EU-ს დელეგაციის წევრის მიმართვა რუსეთს: Русский военный корабль…
-
"გზა ევროპისკენ არ არის ორბანის გზა" - ერიკ ოტოსონი
-
იუკა კოპრა: არ დანებდეთ! თქვენ ხართ ევროპა