თუ შნო აქვს კობახიძეს, აგვკრძალოს და შედეგს თვითონვე ნახავს - კუპრაძე

12.11.24 13:30
თუ შნო აქვს კობახიძეს, აგვკრძალოს და შედეგს თვითონვე ნახავს - კუპრაძე

თუ შნო აქვს ირაკლი კობახიძეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის - აკრძალოს და შედეგს თვითონვე ნახავს - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე პრემიერის მორიგ მუქარას ეხმიანება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ცხადია, რომ ივანიშვილის და კობახიძის მუქარა იმთავითვე სიცრუე იყო.

თუ შნო აქვს ირაკლი კობახიძეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის - აკრძალოს და შედეგს თვითონვე ნახავს. შესაბამისად, ის პირობა, რაც თავიდანვე დადო ირაკლი კობახიძემ და ივანიშვილმა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, თავიდანვე იყო ტყუილი და თავიდანვე იყო განწირული „ქართული ოცნების“ მცირე ამომრჩევლის „გადაგდებისთვის“, რასაც ივანიშვილი და კობახიძე აუცილებლად გააკეთებენ, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

საქართველოს პრემიერი, რომლის პარტიამ ცესკოს მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით იმუქრება.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე ვიზიტისას ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მისი თქმით, თუ ოპოზიცია „კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სვლას გააგრძელებს“, შესაძლოა, განიხილონ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა სასამართლოში.

მსგავსი სიახლეები