"ოცნებისგან" ყველაფერს ველოდებით, ბევრ სიგიჟეებს აკეთებენ - ზურა ჯაფარიძე პრემიერის მუქარაზე

12.11.24 13:37
"ოცნებისგან" ყველაფერს ველოდებით, ბევრ სიგიჟეებს აკეთებენ - ზურა ჯაფარიძე პრემიერის მუქარაზე

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ "ოცნებისგან" ნებისმიერ ნაბიჯს ელოდება. საქმე ეხება პრემიერის იმ განცხადებას, სადაც მან ოპოზიციური პარტიების გაუქმება მორიგ ჯერზე დააანონსა. 

ჯაფარიძე პირდაპირ ამბობს, რომ მსგავსი განცხადება კომიკურია, თუმცა მმართველი პარტია ბევრ სიგიჟეებს აკეთებს ხოლმე. 

ნებისმიერ რამეს ველოდებით მათგან. ეს ყველაფერი კომიკურად ჟღერს ხოლმე, მაგრამ მერე ვნახულობთ, რომ რეალობაში ბევრ სიგიჟეებს აკეთებენ. ამიტომ მოლოდინი გვაქვს ნებისმიერი, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

საქართველოს პრემიერი, რომლის პარტიამ ცესკოს მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით იმუქრება.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე ვიზიტისას ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მისი თქმით, თუ ოპოზიცია „კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სვლას გააგრძელებს“, შესაძლოა, განიხილონ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა სასამართლოში.

 

მსგავსი სიახლეები