კობახიძე ძალიან კარგად ასრულებს როლს, რასაც ჰქვია „რაც გინდა ის ათქმევინე პრემიერს“ - ანა ბუჩუკური
ირაკლი კობახიძე ძალიან კარგად ასრულებს როლს, რასაც ჰქვია „რაც გინდა ის ათქმევინე პრემიერს“, - ასე ეხმიანება გახარიას გუნდის წევრი ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძის მორიგ მუქარას.
ირაკლი კობახიძე ძალიან კარგად ასრულებს როლს, რასაც ჰქვია „რაც გინდა ის ათქმევინე პრემიერს“. ერთი ხომ გვყავდა, „რაც გინდა ის დაუძახე“ პრემიერი, ისიც კარგად ასრულებდა, სხვათა შორის, თავის როლს. ალბათ უფრო უკეთ, ვიდრე ეს ირაკლი, - ამბობს ანა ბუჩუკური.
საქართველოს პრემიერი, რომლის პარტიამ ცესკოს მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით იმუქრება.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე ვიზიტისას ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია „კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სვლას გააგრძელებს“, შესაძლოა, განიხილონ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა სასამართლოში.