სამარცხვინო ხელისუფლება ქვეყნის ისტორიაში დიდ, შავ წერტილად დარჩება - ანა ნაცვლიშვილი
სამარცხვინო ხელისუფლება ქვეყნის ისტორიაში დიდ შავ წერტილად დარჩება - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან მყოფმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერის თქმით, არჩევნების მიტაცების და ხმების მოპარვის სირცხვილს "ოცნება" ვერ ჩამოირეცხავს.
ვითხოვთ, დაგვიბრუნონ ხმები, რომლებიც მოიტაცეს და გააყალბეს. ხმების მოპარვასთან ერთად სამარცხვინო ხელისუფლება ამ ადამიანებთან ერთად (საუბარია ცესკოსთან მყოფ სამართალდამცველებზე)რომლებსაც სამარცხვინო ხელფასს უხდის და სამარცხვინო მდგომარეობაში ამუშავებს, ახლა თავს იცავს და იცავს ნაქურდალს, სოროშია შემძვრალი და ჰქონია რომ პოლიციის კორდონი მის სირცხილს ჩამორეცხავს. ამ დანაშაულს და სირცხვილს, რომელიც მათ ჩაიდინეს, ვერაფერი ვეღარ ჩამორეცხავს. იმ დიდ შავ წერტილად დარჩებიან ამ ქვეყნის ისტორიაში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცესკო პოლიციის ალყაშია - რამდენიმე წუთის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.
როგორც იქ შეკრებილები აცხადებენ, პოლიციამ ძალის გამოყენებით შესასვლელი გადაკეტა და აქციის მონაწილეებს გარკვეული დროის განმავლობაში ეზოში შესვლის საშუალება არ ეძლეოდათ.
აქციის მონაწილეები ცესკოსთვის ინდივიდუალური განცხადებით მიმართვას და და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
მსგავსი სიახლეები
"ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს" - შალვა ნათელაშვილი
" ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ამერიკას ეფიცება ერთგულებას, ეს ერთი დაქირავებული მონა ივანიშვილის, ხოლო მეორე მონა - ფეხბურთელი, მიდის თეირანში ესწრება აიათოლას დაკრძალვას"- ამბობს ნათელაშვილი