ცესკოსთან მყოფი სამართალდამცველები ქალებს ფიზიკურად გაუსწორდნენ - სოფო ჯაფარიძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის თქმით, რაც ახლა ცესკოს შენობასთან ხდება, ეს არის "მშიშარა, მხდალი "ოცნების" და რუსი ოლიგარქის რეალური სახე"
ჯაფარიძის თქმით, ადგილზე შეკრებილი სამართალდამცველები ქელებს ფიზიკურად უსწორედებოდნენ.
ეს არის მშიშარა, მხდალი, სასოწარკვეთაში მყოფი და "ქართული ოცნების" და რუსი ოლიგარქის რეალური სახე. ქალები მოვედით მხოლოდ იმ მიზნით, რომ გავაპროტესტოთ მოპარული არჩევნები, გავაპროტესტოთ ის, რომ ქართველ ხალხს მოგცვტაცეს ხმა და მოგვტაცეს არჩევანი და ხედავთ, რა დაგვხვდა აქ. ვხედავთ, უპრეცედენტო მობილიზებას სამართალდამცველების და ხედავთ, როგორ გაუსწორდნენ ეს ადამიანები ქალებს", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ცესკო პოლიციის ალყაშია - რამდენიმე წუთის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.
როგორც იქ შეკრებილები აცხადებენ, პოლიციამ ძალის გამოყენებით შესასვლელი გადაკეტა და აქციის მონაწილეებს გარკვეული დროის განმავლობაში ეზოში შესვლის საშუალება არ ეძლეოდათ.
აქციის მონაწილეები ცესკოსთვის ინდივიდუალური განცხადებით მიმართვას და და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
მსგავსი სიახლეები
"ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს" - შალვა ნათელაშვილი
" ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ამერიკას ეფიცება ერთგულებას, ეს ერთი დაქირავებული მონა ივანიშვილის, ხოლო მეორე მონა - ფეხბურთელი, მიდის თეირანში ესწრება აიათოლას დაკრძალვას"- ამბობს ნათელაშვილი