ხატია დეკანოიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
საქართველოს პროკურატურა გამოკითხვაზე ოპოზიციონერებს ერთმანეთის მიყოლებით იბარებს. საგამოძიებო უწყებამ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარა.
როგორც დეკანოიძემ მედიასთან განაცხადა, ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისცემს.
„პროტესტის მიმდინარეობისას მომწერა პროკურატურამ. მე არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას. არასდროს მივსულვარ. ჩემი პასუხები საზოგადოებას ექნება მოსამართლესთან და ალბათ დამატებით თარიღს შემატყობინებენ. ზოგადად, სასაცილოა, როდესაც გაყალბების დამდასტურებელი ამდენი მასალა არსებობს და ოპოზიციონერ ლიდერებს იბარებენ პროკურატურაში. ამიტომ ეს ჩემთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს,“ - განაცხადა დეკანოიძემ.
გაბიტაშივლის უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა ასევე კოალიცია "ცვლილებისთვის" სამი დამკვირვებელი.
მსგავსი სიახლეები
"ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს" - შალვა ნათელაშვილი
" ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ამერიკას ეფიცება ერთგულებას, ეს ერთი დაქირავებული მონა ივანიშვილის, ხოლო მეორე მონა - ფეხბურთელი, მიდის თეირანში ესწრება აიათოლას დაკრძალვას"- ამბობს ნათელაშვილი