სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო აქტივისტებს ხვდება

13.11.24 17:35
სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო აქტივისტებს ხვდება

ამ წუთებში საპრეზიდენტო სასახლეში სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო აქტივისტებს ხვდება - ქვეყნის მთავარსარდალთან აუდიენციაზე ის ხალხი მივიდა, რომლებიც ყოველდღიურად ქუჩაში დგანან და მოპარულ არჩევანს აპროტესტებენ. 

ახალგაზრდული საპროტესტო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა "პირველებთან" შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, რომ პრეზიდენტს საკუთარ ხედვებს გააცნობენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ უნდა გააფორმებინონ "ივანიშვილის რეჟიმს მიტაცებული ძალაუფლება".

პრეზიდენტმა მოგვიწია ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობების წარმომადგენლები რეზიდენციაში იმისთვის, რომ ვისაუბროთ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და იმ მოცემულობასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა ჩვენ წინაშე დგას. ყველანი ვთანხმდებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მიტაცებული ძალაუფლების გაფორმება და მნიშვნელოვანია ამ პროცესში ჩვენი კოორდინაცია", - ამბობს ნიკო მანაგაძე. 

ცნობისთვის, დღეს, 13 ნოემბერს, ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს ოპოზიციურ წარმომადგენლებსაც შეხვდა.

მსგავსი სიახლეები